“საწოლიც არ მაქვს, 24 საათი ვზივარ… პური ერთი კვირაა არ მიჭამია, ახალ წელს შაქარი წყალში გავხსენი და ისე დავლიე”-რას ყვება  70 წლის დოდო კაკაბაძე

ეკონომიკური სიდუხჭირე განსაკუთრებით რეგიონებში ჩანს. ამის თვალსაჩინო მაგალითია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები 70 წლის დოდო კაკაბაძე, რომელსაც ღირსეული საარსებო პირობები არ გააჩნია.

“ინფოიმერეთის” ინფორმაციით, სახლს, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის.

მოხუცს არც საწოლი აქვს და ღამით სკმაზე მყოფი იძინებს.

მარტოხელა ქალი ყვება, რომ მის სადღესასწაულო სუფრაზე წყალში გახსნილი შაქარი, მჭადი და ტყემალი იყო.

მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თუმცა ამ თანხას ის ბანკში სესხის პროცენტად იხდის.

“საწოლიც არ მაქვს, 24 საათი ვზივარ, სიცივეში, ყინვასა და წვიმაში. პური ერთი კვირაა არ მიჭამია, ახალ წელს შაქარი წყალში გავხსენი და ისე დავლიე. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯარა და არც იატაკი,”- აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები დოდო კაკაბაძე.

წყარო: infoimereti.ge

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *