ფოთში, ერთ-ერთ ბინაში ორი ცხედარი აღმოაჩინეს – გარდაცვლილია ცოლ-ქმარი… – დეტალები

ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *