მამიკო მოგივლით ზეცაში ანგელოზებო…მთელი საქართველოს ტკივილი ხართ  – რას წერს „ემიგრანტების იმედი“

„ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე, ბაღდათის ტრაგედიისას დაღუპულ მამაზე და შვილებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„მამიკო მოგივლით ზეცაში ანგელოზებო… ყველა დამეთანხმება, რომ საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს ბაღდათს… თითქოს წამებში შეიცვალა ყველაფერი და მხიარული, ფერადი, თბილი და მოსიყვარულე ბაღდათი გადაიქცა მწუხარებით სავსე ნაცრისფერ ქალაქად, სადაც 7 თებერვლის მერე არავინ იღიმის…

7 თებერვლის შემზარავმა ღამემ წაგვართვა ანგელოზები, წყაროს თვალივით კამკამა, სუფთა სულისა და უაღრესად კეთილშობილი ახალგაზრდები სათნო გულის ბავშვები. 

ჭრილობაზე რომ მარილს მოგაყრის, ისეთი ამბავია… ღმერთო ეს რა დაგვმართე, ეს როგორი გოგო-ბიჭი წაგვართვი, ეს როგორი თბილი და ტკბილი ოჯახები დაადუმე, თანაც როგორ შემზარავად, ზათქითა და გრიალით. ვერაფრით მოვსულვართ გონს“,- წერს შოთო. 

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *