როგორია ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სიმპტომები

ციკლის ხანგრძლივობის ან სიმძიმის ცვლილებები, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის ან მენოპაუზის შემდეგ და ტკივილი მენჯის ან მუცლის ქვედა ნაწილში – ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ენდომეტრიუმის კიბოზე.

ენდომეტრიუმის კიბო ქალის სასქესო ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს შიგნითა შრის უჯრედებიდან.

ენდომეტრიუმის კიბო ძირითადად, აზიანებს პოსტმენოპაუზის ქალებს: შემთხვევების 90%-ზე მეტი დიაგნოზი 50 წლის შემდეგ ხდება. ყველაზე ხშირად ეს დაავადება 65-69 წლის ასაკის პაციენტებს ემართებათ.
 
ენდომეტრიუმის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 5% მემკვიდრეობითია. გენეტიკური მიდრეკილების გარდა, სიხშირეზე გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტი, მენსტრუაციის ადრეული დაწყება და გვიან შეწყვეტა (10-12 წლამდე და 55 წლის შემდეგ), პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ესტროგენის მონოთერაპია (ხუთ წელზე მეტი) და ჰორმონალური პრეპარატების ხშირი გამოყენება. .

ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე მოქმედებს კიბოს განვითარების რისკზე. სიმსუქნე არის ერთ-ერთი მთავარი რისკის ფაქტორი. ცხიმოვანი ქსოვილი ესტროგენებად გარდაქმნის სხვა ჰორმონებს-ანდროგენებს. თუ ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია, ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკიც იზრდება. გამოდის, რომ რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია, მით მეტია ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების ალბათობა.

წყარო

ქალი

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *