სიახლე კატეგორიიდან: politika

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ოპოზიციის ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს

ოპოზიციის ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს
ოპოზიციის ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების თაობაზე მიმართავენ.

ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ეს განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.

ამავე განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია, მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

„საქართველოს ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნების ისტორია, უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებითა და მხარდაჭერით იწყება.

მრავალი წელია, რაც საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და ერთად იბრძვიან თავისუფლებისთვის, საერთო გამოწვევების წინააღმდეგ. საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქართველ ხალხს ახსოვს უკრაინელი ხალხის თანადგომა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აფხაზეთში 1992-93 წლებში; დაუვიწყარია თანადგომა 2008 წელს - რუსული აგრესიის დროს და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად.

ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილად და უკრაინელმა ხალხმაც ნახა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.

ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც დადასტურებულია ინტერპოლის გადაწყვეტილებით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით და დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერების განცხადებებით.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ.

მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოების და ხალხების საერთო მიზანია. დასასრულს, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით, მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას, თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე.

პატივისცემით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გრიგოლ ვაშაძე; დამოუკიდებელი დეპუტატი - ნატო ჩხეიძე; ახალი საქართველო- გიორგი ვაშაძე; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე; „გამარჯვებული საქართველო“ - გურამ ჩალაგაშვილი; „კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანი; „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია; „საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველო ლიდერთა შორის“ - მამუკა გამყრელიძე; „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია“ - მანანა ჯებაშვილი; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; გუბაზ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მიადგილე, ისტორიკოსი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები