სიახლე კატეგორიიდან: saqartvelo

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს იზოლაცია?

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს იზოლაცია?
როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს იზოლაცია?
მეორე თვეა, ყოველდღიურად გვესმის მოწოდება დარჩი სახლში და ეს უფრო და უფრო სტრესული ხდება როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. თუმცა უკვე ბავშვებმაც კარგად გაიაზრეს, რომ ეზოში სასეირნოდ ჩასვლა მხოლოდ შეზღუდული დროითა და შეზღუდული პირობებითაა შესაძლებელი. დროის უმეტესი ნაწილის გატარება კი სახლში უწევთ. ერთი მხრივ, ბავშვებმა გული იჯერეს სახლში მშობლებთან ყოფნით. თუმცა მეორე მხრივ, მშობლებს ყოველთვის არ სცალიათ მათთვის და მათ დამოუკიდებლად თამაში, გართობა უწევთ. ამ დროს ყველა ბავშვი ტელევიზორსა და ტელეფონს
ითხოვს, თუმცა ეს კიდევ უფრო ზრდის მათი ეკრანზე მიჯაჭვულობის შანსს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, თავი არ დავიტანჯოთ იმაზე ნერვიულობით, რომ ბავშვებს ტრადიციულზე ცოტა მეტი დროის გატარება უწევთ ეკრანთან. თუმცა მკაცრია გაფრთხილება, რომ გარკვეულ ზღვარს არ უნდა გადავაჭარბოთ. სწორედ ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს დროის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარებისთვის შესაბამისი აქტივობები შევთავაზოთ. ალბათ ბევრმა მშობელმა უკვე გაიხსენა მათი ბავშვობის დროინდელი თამაშები და შვილებსაც ასწავლა. ფსიქოლოგების რჩევით სამი ყველაზე სასარგებლო აქტივობა ბავშვებისთვის არის: ხელსაქმე, კითხვა და განმავითარებელი თამაშები.

ხელსაქმე
ხელსაქმე დროის ნაყოფიერად გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კრაფტთან პირველივე შეხების შემდეგ მიხვდებით, რომ ბავშვებს კრაფტი ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით ერთვებიან მასში ისე, რომ ვერც აცნობიერებენ თუ რამდენ
ახალ შესაძლებლობასა და უნარ-ჩვევას იძენენ ამ დროს. სიზუსტე, დაკვირვება, დეტალებში გარკვევა, შედეგისკენ სწრაფვა - სწორედ ამ უნარებს იყენებს ბავშვი ხელსაქმისას. ამიტომაც აღიარეს ის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და განმავითარებელ აქტივობად.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელსაქმე დიდსაც და პატარასაც ამშვიდებს. ეს არის აქტივობა, რომელიც მთელი გონებით ჩართვას მოითხოვს და სხვა, ნეგატიურ ამბებზე ფიქრის საშუალება არ აძლევს.
კითხვა
კითხვა რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი პატარაობიდანვე წიგნის ჭიებად უნდა გავზარდოთ, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა უკითხოთ პატარას ან დამოუკიდებლად იკითხოს მოზარდმა ყოველდღიურად:

1კითხვა ავითარებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს;
2კითხვის პროცესი გონებისა და მეხსიერების ვარჯიშია;
3კითხვა ხელს უწყობს გააზრების უნარის ჩამოყალიბებას;
4ავითარებს ფანტაზიას;
5ადრეულ ასაკში კითხვა ბავშვს უფრო თავდაჯერებულს ხდის;
6მეტი კითხვა წერის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება ბავშვს;
7კითხვა ბავშვის საკომუნიკაციო უნარებს აუმჯობესებს;

თამაში
თამაში ყველა ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მათი დღე იწყება თამაშით და სრულდება თამაშით. ამ დროს მშობლის განსაკუთრებული მისიაა, რომ პატარებს ისეთი თამაშები შესთავაზონ, რომლებიც მათ დაამშვიდებს და ახალ უნარებს შესძენს. თამაშის დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ აგრესიისგან მაქსიმალურად დაცულები არიან. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ თამაშებს, რომლებიც მათ ფანტაზიას განუვითარებს. განსაკუთრებით ეფექტურია როლური თამაშები. ბავშვს საშუალება მიეცით მოირგოს სხვადასხვა როლი, მათ შორის, დედის, შვილის, მასწავლებლის, ექიმის. ასე მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარებით და კომუნიკაციის უნარებსაც გაიუმჯობესებენ.
ძალიან კარგია სამაგიდო თამაშები, რომლებშიც რამდენიმე ბავშვის და უფროსის ჩართულობას მოითხოვს. ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობას თქვენს შვილებთან.
ძალიან კარგია შემცნებითი თამაშები, მაგალითად, როგორიცაა მეცნიერება პატარებისთვის.
წყარო:mshoblebi.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები