სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ორმა გორილამ, კონგოდან, სელფის გადაღება ისწავლა

ორმა გორილამ, კონგოდან, სელფის გადაღება ისწავლა
ორმა გორილამ, კონგოდან, სელფის გადაღება ისწავლა
ორი გორილა კონგოს რესპუბლიკის ვირუნგის ეროვნული პარკის ერთ-ერთი რეინჯერის სელფში მოხვდა. საინტერესოა, რომ გორილები ფოტოზე პოზირებენ, როგორც ადამიანები. ისინიც ადამიანების მსგავსად ორ ფეხზე დგანან და კამერისკენ იყურებიან.

გორილებთან გადაღებული სელფი რეინჯერმა facebook-ის პირად გვერდზე ატვირთა. ფოტოს ავტორია რეინჯერი მატე შამავუ, რომელსაც ეს გორილები მშობლებად მიიჩნევენ.

როგორც ირკვევა, 2007 წელს მატე შამავუმ ორი პატარა გორილა გადაარჩინა, რომლის მშობლებიც ბრაკონიერების მიერ იქნენ დახოცილნი. იმ დროს გორილები 4 თვის იყვნენ და რეინჯერმა ისინი ვირუნგის ეროვნული პარკის ცხოველთა სახლში მიიყვანა.

როგორც ეროვნული პარკის დირექტორი ყვება, პატარა გორილების აღზრდა მატე შამავუმ ითავა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათზე ზრუნვას განაგრძობს. რეინჯერმა გორილებს 2 ფეხზე სიარულიც კი ასწავლა.

ვირუნგის ეროვნული პარკი მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია ვირუნგის მთებიდან რუვენზორისმთებამდე. ესაზღვრება რუანდის ტერიტორიაზე მდებარე ბირუნგის ეროვნულ პარკსა და უგანდაში მდებარე რუვენზორის მთების ეროვნულ პარკს. იგი პირველი ეროვნული პარკია აფრიკის კონტინენტზე. პარკი 1925 წელს შეიქმნა და 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ბოლო პერიოდში პარკი ცნობილი გახდა მის ტერიტორიაზე მობინადრე მთის გორილებით, თუმცა უკანონო ნადირობამ და კონგოს სამოქალაქო ომმა მისი ველური ბუნების პოპულაციებს სერიოზული ზიანი მიაყენა. პარკი იმართება კონგოს ეროვნული პარკების სამმართველოს მიერ (Institut Congolais pour la Conservation de la Nature ICCN - კონგოს ბუნების კონსერვაციის ინსტიტუტი) და სასიცოცხლო დაფინანსებას იღებს ევროკავშირისგან.

პარკი ცნობილია განსაკუთრებული მრავალფეროვნებით. ის მოიცავს ყველაზე მეტ ფრინველის, ძუძუმწოვრისა და რეპტილიის სახეობებს, ვიდრე აფრიკის კონტინენტის სხვა ნებისმიერი დაცული ტერიტორია. თუმცა, მთის გორილა ამჟამად უკიდურესად იშვიათი და ყველაზე უფრო კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, წარმატებით ჩატარებულმა საკონსერვაციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად გაიზარდა გადარჩენილი ინდივიდების უსაფრთხოების დონე. მათი პოპულაციები აქტიურად იზრდებოდა რეგიონის სოციალური გარდაქმნების პერიოდში (1994--2004), მაგრამ 2008 წელს პარკის ტერიტორიაზე დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკავებულ იქნა რეინჯერების ოფისები, რასაც თან მოჰყვა უკანონო ნადირობა და გამძვინვარებული დეფორესტაცია ნახშირის წარმოების მიზნით, რამაც კიდევ ერთელ ეჭვქვეშ დააყენა პოპულაციების მომავალი.

მიჩნეულია, რომ პარკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია სავანის, ტყის სპილოებისა და შიმპანზეების ხილვა, ისევე როგორც ოკაპების, ჟირაფების, ბუფალოების და სხვა მრავალი ენდემური ფრინველის. ვირგუნასთან ერთად იმართებოდა მის მოსაზღვრედ მდებარე გამოქვაბულებითა და ჩანჩქერებით გამორჩეული ოიოს მთის არეალი, რომელიც პიგმეების ბამბუტის ხალხის სამშობლოა. ომმა ამ ტერიტორიასაც სერიოზული ზიანი მიაყენა.
წყარო:GHN


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები