სიახლე კატეგორიიდან: politika

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, თუ სად დავნიშნოთ ის და სად არა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, თუ სად დავნიშნოთ ის და სად არა, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას მშვიდი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს ძალიან მშვიდი, აწონილი საუბარი იყო. მან განმიმარტა მისი მთავრობის პოზიცია. ჩვენ მარტივი თეზისებს ვეყრდნობით. პირველი, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ ერთი ადამიანის ბედის მძევალი ვერ გახდება. მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში შიდაპოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, თუმცა ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, თუ სად დავნიშნოთ ის და სად არა“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
წყარო:imedinews.ge

მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!!
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები