სიახლე კატეგორიიდან: saqartvelo

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

თენგიზ ცერცვაძე: 72 მედიკოსია დაინფიცირებული, რაც ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია

თენგიზ ცერცვაძე: 72 მედიკოსია დაინფიცირებული, რაც ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია
თენგიზ ცერცვაძე: 72 მედიკოსია დაინფიცირებული, რაც ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 626 პირიდან 72 მედპერსონალიდან არის.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ პროცენტულად საქართველოს შემთხვევაში ეს მართალია, მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერული მონაცემია.

მისივე თქმით, დაინფიცირდა ინგლისის პრემიერი, რომლის დაცვის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება, რუსეთში, სადაც დიქტატორული რეჟიმია, დაინფიცირდა პრემიერი და რა გასაკვირია, რომ დაინფიცირდეს ექიმი, რომელიც 24 საათს ატარებს ავადმყოფთან.

„ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, ვიცი, რომ 72-ია. იქ ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც და თითქოს დაუდასტურდა. დასაზუსტებლად მიმდინარეობს კვლევები.

ეს კარგი არ არის და პროცენტი მაღალია, თითქოს ათ პროცენტზე მეტია, რადგან სულ 626 ინფიცირებულია. იტალიასა და ევროპის ქვეყნებში ექვსი ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული, მათი ნაწილი გარდაიცვალა. ნუ ვიქნებით ყველაფერზე ძალიან პრეტენზიული, რადგან 72 ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასებია, ეს არის მიზერული. მედიცინის არც ერთი მუშაკი არ გარდაცვლილა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მანვე განმარტა, რამ გამოიწვია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კორონავირუსით დაინფიცირება.

„სასწრაფოების ექიმების დაინფიცირების ნაწილი იმანაც გამოიწვია, რომ მათ ყოველთვის არ იცოდნენ, კოვიდიანთან მიდიოდნენ, თუ არაკოვიდიანთან. ჩვენი წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა, როცა რაღაც შეცდომას, ან რაღაც ხარვეზს, გაუთვალისწინებელს ნახულობენ, მყისიერი რეაქცია აქვთ. როგორც კი ნახეს, რომ სასწრაფოებმა რომელიღაც ავადმყოფთან არ დაიცვეს თავი ისე, როგორც იცავენ კოვიდიანებთან, მყისიერად მიიღეს ინსტრუქცია, რომ ყველა ავადმყოფი განიხილონ, როგორც კოვიდიანი. ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირებისგან დაცვის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები