სიახლე კატეგორიიდან: shemtxveva

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

თბილისში უკრაინიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

თბილისში უკრაინიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდათბილისში უკრაინიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება განხორციელდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინის ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან - თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები