სიახლე კატეგორიიდან: religia

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ილია მეორე - ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე, ქრისტიანული, მორწმუნე, სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია

ილია მეორე - ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე, ქრისტიანული, მორწმუნე, სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია
ილია მეორე - ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე, ქრისტიანული, მორწმუნე, სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია
საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელთა სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ოჯახის სიმტკიცის დღეზე ისაუბრა.

„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელს, რომ წყალობა მოეღო საქართველოზე. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს. სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, დღეს ურთულესი დროა.

„საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან. ქალის ხასიათი, განსხვავებული ხასიათები აქვს, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა, ხალხი გაამთლიანა საქართველოსი, საქართველო გახდა ერთიანი“, – განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, როცა პატრიარქად აკურთხეს, იმ პერიოდში ხუთი-ექვსი ადამიანი მიდიოდა სიონის ტაძარში.

„მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ დაამტკიცა ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, დღეს მოხდება თბილისის ქუჩების ხატის თანხლებით შემოვლა და იშხურება ნაკურთხი წყალი, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.

„მე მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელთა სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ“, – განაცხადა ილია მეორემ.
წყარო:1tv.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები