სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

დონალდ ტრამპი - ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყო

დონალდ ტრამპი - ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყო
დონალდ ტრამპი - ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ განაცხადა, რომ ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო და ქვეყანა უწინდელ მდგომარეობას მალევე დაუბრუნდება.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი, რომლის მოსახლეობაც აშშ-ზე ბევრად მეტია, უკვე ათწლეულებია, აშშ-სთან შედარებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერო-სა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაფინანსებაში ბევრად ნაკლებ თანხებს დებს.

„რატომ არის, რომ ჩინეთი, ჩვენზე ბევრად დიდი მოსახლეობით, უკვე ათწლეულებია, ძალიან მცირე თანხებით აფინანსებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაერო-ს და რაც ყველაზე უარესია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც ის „განვითარებად“ ქვეყანად არის მიჩნეული და სარგებლობს უზარმაზარი შეღავათებით აშშ-სთან და სხვებთან შედარებით. ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე, ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყოს, ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა და ჩვენ ამ სტატუსს მალე დავუბრუნდებით“, – წერს დონალდ ტრამპი.
წყარო:1tv.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები