სიახლე კატეგორიიდან: sporti

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

მსოფლიოში ყველაზე ერთგული გულშემატკივრის სერია შეწყდება - 1503 მატჩი საყვარელ გუნდთან ერთად

მსოფლიოში ყველაზე ერთგული გულშემატკივრის სერია შეწყდება - 1503 მატჩი საყვარელ გუნდთან ერთად
მსოფლიოში ყველაზე ერთგული გულშემატკივრის სერია შეწყდება - 1503 მატჩი საყვარელ გუნდთან ერთად
მსოფლიოში ყველაზე ერთგული გულშემატკივრისთვის პრიზი რომ იყოს დაწესებული, მას კრის კები ისე მიიღებდა, კონკურენტი არ ეყოლებოდა.

52 წლის კრის კები ინგლისელია – დიდი ბრიტანეთის სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ გულშემატკივარია და 1989 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, გუნდის ყველა ოფიციალურ თამაშს დაესწრო.

საერთო ჯამში, კები საყვარელი გუნდის 1503 მატჩს დაესწრო. ეს გასაოცარი ამბავი 1989 წელს დაიწყო, როდესაც „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ „მანჩესტერ სიტის“ „მაინ როუდზე“ ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

სტიბ კების თქმით, 31 წლის განმავლობაში საყვარელი გუნდისთვის მხარი რომ დაეჭირა, ყველა გასვლით შეხვედრაზეც დადიოდა და მატჩების ბილეთების შეძენასა და ტრანსპორტში დაახლოებით 90,000 ევრო გადაიხადა.

სამწუხაროდ, კორონავირუსი და ინგლისში თამაშების უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მის შთამბეჭდავ სერიას დაასრულებს, მაგრამ „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მიმართ მის სიყვარულს პანდემიაც ვერ შეანელებს.
წყარო:1tv.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები