სიახლე კატეგორიიდან: sporti

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

„ანორთოსისის“ კაპიტანი ქეცბაიაზე - ჩემპიონატის შეწყვეტამ თემური გაანადგურა

„ანორთოსისის“ კაპიტანი ქეცბაიაზე - ჩემპიონატის შეწყვეტამ თემური გაანადგურა
„ანორთოსისის“ კაპიტანი ქეცბაიაზე - ჩემპიონატის შეწყვეტამ თემური გაანადგურა
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ კაპიტანმა იანის კონსტანტინუსმა რადიო „აქტივთან“ ინტერვიუში კვიპროსში სეზონის შეჩერებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია მომხდარმა ძალიან ცუდ განწყობაზე დააყენა.

„თემური დეპრესიაშია და გრძნობს, რომ მას ვიღაცამ ჩემპიონობა წაართვა. ჩვენ თამაში გვსურდა. მას სჯეროდა, რომ პირველ ადგილზე გასვლა შეგვეძლო და მისი გამწარება გასაგებია. თემურის ისეთი განცდა აქვს, რომ ტიტულის მოპოვების შანსი წაართვეს. რაღაც მომენტში, ფეხბურთელებს სჯეროდათ, რომ სეზონი განახლდებოდა და არ დავმალავ, ამას ერთმანეთს ვულოცავდით. ყველა მზად ვიყავით, გვეთამაშა. განახლების უამრავი შანსი იყო და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უეფაში ჩვენი გუნდის გაგზავნილი წერილის შემდეგ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია სეზონს განაახლებდა. მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა,“ – ამბობს იანის კონსტანტინუსი.

„ანორთოსისის“ კაპიტნის თქმით, გუნდი მომავალ სეზონში შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ უდიდესი უსამართლობა მოხდა – „ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ანორთოსისისში“ მწვრთნელები და ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები გავხდით. ყველა ამბობს, ვინაიდან ასე მოგვექცნენ, მომავალ წელს ყველას სტადიონზე ვუპასუხებთ. მომხდარმა უფრო ძლიერი და ერთსულოვნები გაგვხადა.“
წყარო:1tv.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები