სიახლე კატეგორიიდან: saqartvelo

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ლევან რატიანი: ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრძოლაში უპირატესობა მოვიპოვეთ

ლევან რატიანი: ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრძოლაში უპირატესობა მოვიპოვეთ
ლევან რატიანი: ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრძოლაში უპირატესობა მოვიპოვეთ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინის და მედიკამენტის გარდა არსებობს მესამე გზა - სიმპტომური მკურნალობა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. ამის შესახებ მან „POSTV“ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ამ დაავადებას სიმპტომურად ვმკურნალობთ. ქართულმა პროტოკოლმა ამ ეტაპამდე თავის საქმე გააკეთა. დადგება დრო, როდესაც ეს პროტოკოლი განახლდება, ალბათ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები დადებენ საპროფილაქტიკო ვაქცინას და სამკურნალო საშუალებებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება“, - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსი მარტო ჩვენი ქვეყნის თავსატეხს არ წარმოადგენს, ეს მთელ სამყაროს დაატყდა თავს და ჩვენი ქვეყანა ამ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ადგილს იკავებს.

„ახალი შემთხვევების გაზრდის ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრძოლა დადებითი აღმოჩნდა“, - აღნიშნა რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები