სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ჯანმოს დირექტორი: რისკები ძალიან მაღალია, ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება დაინფიცირდეს

ჯანმოს დირექტორი: რისკები ძალიან მაღალია, ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება დაინფიცირდეს
ჯანმოს დირექტორი: რისკები ძალიან მაღალია, ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება დაინფიცირდეს
მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს კორონავირუსზე ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„სეროლოგიური კვლევები ძალიან მკაფიო სურათს გვიჩვენებენ. ვირუსით სერიოზულად დაზარალებულ ქვეყნებშიც კი ანტისხეულების მქონე მოსახლეობის პროპორცია 20%-ზე ნაკლებია, ხოლო უმეტეს ქვეყნებში კი 10%-ზე ნაკლებია ეს მაჩვენებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ვირუსისადმი მგრძნობიარეა. რისკები ძალიან მაღალია და წინ კი დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები