სიახლე კატეგორიიდან: politika

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა

გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა
გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა
საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი – ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ, – ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვა, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში,

მათივე ცნობით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ მწვანე დერეფნის ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„გარდა ამისა, ვიდეოკონფერენციისას საუბარი შეეხო საქართველოს ახალ როლსა და ადგილს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. აღინიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი. შესაბამისად, ქართველ ელჩებს დაევალათ, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აკავშირებს მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს ბაზრებთან, როგორიცაა, მათ შორის ევროკავშირი, ჩინეთი და სხვა“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ათივე ცნობით, ვიდეოკონფერენციისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ან მათთვის ადგილზე დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო დღეს წარმატებულია არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, არამედ არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან ბევრი საკუთარი მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ და ოპერატიულად დააბრუნა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა
წყარო:1tv.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები