სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია დაბრუნდა - 180 მილიონი ადამიანი კარანტინში დააბრუნეს

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია დაბრუნდა - 180 მილიონი ადამიანი კარანტინში დააბრუნეს
ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია დაბრუნდა - 180 მილიონი ადამიანი კარანტინში დააბრუნეს
ჩინეთში კოვიდ-19-ის ინფექციამ ხელმეორედ იფეთქა. ადგილობრივი და სხვა უცხოური გამოცემები უკვე ეპიდემიის ახალ ტალღაზე წერენ. ჩინეთს ჯერ პირველი ტალღა არ აქვს ბოლომდე დასრულებული, ამ დროს კი ქვეყნის რეგიონები ინფექციამ ხელმეორედ მოიცვა.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ რაიონებში მკვეთრად იმატა დაავადებულების რიცხვმა. ამჯერად ეპიცენტრი ქალაქი შულანია, რომელშიც 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქი და მისი მეზობელი პროვინიები კარანტინში მოექცა. ეს კი 108 მილიონი ადამიანია, რომელიც სახლებში გაურკვეველი დროით გამოიკეტა.
ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. დაიკეტა სკოლები, ბაღები, საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილები. მოსახლეობას პროდუქტის საყიდლად სახლიდან გასვლაზეც მკაცრი გრაფიკის დაწესება მოუწევს. ჩაკეტილი რეგიონებიდან ხალხს ორ დღეში ერთხელ ექნება სახლიდან გასვლის უფლება და ისიც მხოლოდ 2 საათით.
უცხოური მედიის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ ეპიდემიის მეორედ გავრცელების მიზეზად რუსეთი დაასახელა. ფიქრობენ, რომ სწორედ რუსეთიდან შევიდნენ დაავადებული ადამიანები ჩინეთის ტერიტორიაზე.
წყარო:mshoblebi.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები