სიახლე კატეგორიიდან: sporti

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე გავლენიან ფიგურად„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი დასახელდა

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე გავლენიან ფიგურად„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი დასახელდა
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე გავლენიან ფიგურად„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი დასახელდა
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე გავლენიან ფიგურად „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას middleeasteye ავრცელებს.

მსგავსი სახის გამოკითხვას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ ყოველწლიურად ატარებს და 46 წლის ყატარელი ფუნქციონერი გამარჯვებული პირველად გახდა.

ალ ხელაიფმა უკანასკნელ წლებში პსჟ-ში უზარმაზარი თანხა დააბანდა, რითაც ეს გუნდი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდად აქცია. ამის პარალელურად ხელაიფი კომპანია Bein Media Group-ის გენერალური დირექტორია.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა, მესამე პოზიცია კი ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაიკავა.

საუკეთესო თხუთმეტეულში საფეხბურთო აგენტები მინო რაიოლა, ჟორჟე მენდეში, პინო ზაჰავი, ფეხბურთელები ლიონელ მესი, ნეიმარი, რაჰიმ სტერლინგი, მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე , მეგან რაპინო და მწვრთნელები, იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა და ზინედინ ზიდანი მოხვდა.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები