სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

უხანში ველური ცხოველების საკვებად გამოყენება, ყიდვა, გაყიდვა და მოშენება 5 წლით აიკრძალა

უხანში ველური ცხოველების საკვებად გამოყენება, ყიდვა, გაყიდვა და მოშენება 5 წლით აიკრძალა
უხანში ველური ცხოველების საკვებად გამოყენება, ყიდვა, გაყიდვა და მოშენება 5 წლით აიკრძალა
ქალაქ უხანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ველური ცხოველების საკვებად გამოყენება, მათზე ნადირობა და მათი მოშენება აკრძალა. ამის შესახებ ქალაქის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

ადგილობრივი ხელისუფლების დადგენილების თანახმად, უხანის ტერიტორიაზე ასევე აიკრძალა ველური ცხოველების ყიდვა და გაყიდვა. გარდა ამისა, საკვებში ველური ცხოველებისგან მომზადებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება იკრძალება.

ველური ცხოველების გაყიდვა იკრძალება, როგორც ტრადიციული მეთოდით, მაღაზიებსა და ბაზრობებში, ასევე ინტერნეტით. აკრძალვა ძალაში დღეს შევიდა და ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ინფექციის აფეთქებას უკავშირდება, რომლიც ეპიცენტრიც უხანი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ინფიცირების წყარო, შესაძლოა, ერთ-ერთი ცხოველი იყო, რომელიც ქალაქის ბაზრობაზე იყიდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები