სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

მარსის უცნაური, ლავის მსგავსი ნაკადების საიდუმლო ამოხსნილია

მარსის უცნაური, ლავის მსგავსი ნაკადების საიდუმლო ამოხსნილია
მარსის უცნაური, ლავის მსგავსი ნაკადების საიდუმლო ამოხსნილია
მარსის ჩრდილოეთ დაბლობები და დანალექოვანი რეგიონები უცნაური წარმონაქმნებით არის აჭრელებული. საქმე ეხება ათობით ათას კონუსურ ბორცვს, რომელთაგან მრავალს წვერზე პატარა კრატერი აქვს და გარშემორტყმულია ღრმა არხებით, რომლებიც ზედაპირზე სითხის დინების შედეგად არის ამოჭრილი.

პირველ რიგში ალბათ დედამიწაზე არსებულ ვულკანებს მოგვაგონებს, მაგრამ მარსის მსგავს პლანეტაზე, სადაც ჩვენ ადვილად წასვლა არ შეგვიძლია და სადაც გარემო პირობები ჩვენი პლანეტისგან შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდეს, ასეთი მოსაზრების გაჩენისას მეტი სიფრთხილე გვმართებს.

მარსის ეს წარმონაქმნები შეიძლება დედამიწის ლავის ნაკადებს ჰგავდეს, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ასევე არის ვულკანის ტიპი, რომელიც რაღაც სრულიად სხვანაირს ამოაფრქვევს — ტალახს.

მეცნიერებმა სულ ახლახან დაადგინეს, რომ მარსის ძალიან დაბალი ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში, ტალახი იქ დედამიწის ტალახის ვულკანებისგან ძალიან განსხვავებულად შეიძლება მიედინებოდეს; კონკრეტულად კი ძალიან ჰგავდეს ლავის ნაკადს.

„მარსზე ტალახის ამოფრქვევის სიმულირებისთვის, ვაკუუმის კამერაში ექსპერიმენტები ჩავატარეთ“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს ლანკასტერის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ლაიონელ უილსონი.

მისივე თქმით, ეს საინტერესოა იმ მხრივ, რომ კოსმოსური ხომალდების მიერ მარსზე გადაღებულ ფოტოებზე ვხედავთ ნაკადების მსგავს მრავალ წარმონაქმნს, მაგრამ მათთან ჯერ არ მისულა ზედაპირზე მყოფი არც ერთი მავალი და იდუმალებით რჩებოდა მოცული, ისინი ლავის ნაკადები იყო თუ ტალახის.
მარსის უცნაური, ლავის მსგავსი ნაკადების საიდუმლო ამოხსნილია
მეცნიერები უკვე დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ერთ დროს, მარსზე ძალიან დიდი ოდენობით წყალი იყო, რომელმაც დაშრობამდე მოახდინა ლანდშაფტის ეროზია; ანდაც ლანდშაფტი ვულკანურმა აქტივობამ და ქარის მიერ მოტანილმა დანალექებმა დაფარა.

თუმცა, ზედაპირქვეშ მოქცეული სველი დანალექები მიწისქვეშა წნევამ მოგვიანებით შეიძლება მაღლა ამოტყორცნა და წარმოიქმნა ტალახის ვულკანები. სწორედ ამის დადგენა სურდათ მკვლევრებს.

დედამიწის პირობებში, ტალახის ნაკადი არ ივრცობა, წარმოქმნის ყინულოვან ქერქს ან ლავის მსგავს ნაკადებს. თუმცა, მარსის გარემოში ტალახის ნაკადები არსებობს, რისი მიზეზიც დაბალი ატმოსფერული წნევაა.

როდესაც ატმოსფერული წნევა დაბალია, ასევე დაბალია წყლის დუღილის ტემპერატურაც. სწორედ ამიტომ დუღს წყალი დაბალ ტემპერატურაზე ზღვის დონიდან მაღლა; კოსმოსში რომ დამცავი სკაფანდრის გარეშე მოხვდეთ, ნერწყვი პირდაპირ ენაზე აგიდუღდებათ.

მარსის სიმულირებულ გარემოში ტალახის ნაკადების ეფექტი მომაჯადოებელია. ტალახში არსებული წყალი ადუღებას და აორთქლებას იწყებს და ამ პროცესში შთაინთქმება ორთქლის ფარული სიცხე. ამის გამო ტალახი ცივდება და მის ზედაპირზე ქერქი იყინება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ თხევადი წყალი ადუღებას დაბალი წნევის ქვეშ უფრო მალე იწყებს. თუმცა, ექსპერიმენტით აქამდე არასოდეს შეგვისწავლია ამ ნაცნობი ეფექტის გავლენა ტალახზე. როგორც ჩანს, მხედველობაში ყოველთვის უნდა მივიღოთ განსხვავებული ფიზიკური პირობები, როდესაც სხვა პლანეტებზე ზედაპირის აშკარად მარტივ წარმონაქმნებს ვუყურებთ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა მხედველობაში მივიღოთ როგორც ლავა, ისე ტალახი, როცა გარკვეულ ნაკადურ ფენომენს ვსწავლობთ“, — ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის პლანეტური კვლევების ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი ერნსტ ჰაუბერი.

ნამდვილად საინტერესოა ის, რაც ქერქის გაყინვის შემდეგ ხდება. ტალახის ნაკადი ისე იქცევა, როგორც პაჰოეჰოეს (ბაზალტური ლავა, რომელიც ტალღოვან მასას ქმნის) ლავის ნაკადები ჰავაისა და ისლანდიაში. ტალახი ქვევიდან აწვება და ყინულოვანი ქერქიდან ამოიფრქვევა, მიიზლაზნება და ახალ ნაკადებად იყინება. მკვლევართა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესები მსგავსია, ლავის ნაკადების ფორმები განსხვავებულია.
მარსის უცნაური, ლავის მსგავსი ნაკადების საიდუმლო ამოხსნილია
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა გარკვეულწილად შეზღუდულია, მაგალითად, ვერ გაიმეორეს მარსის გრავიტაცია, ის მაინც აჩვენებს, რომ წითელ პლანეტაზე ტალახის ვულკანიზმი სულაც არ არის შეუძლებელი. გარდა ამისა, ამ კვლევას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მზის სისტემაში სხვა სახის ვულკანიზმის მხრივაც, მაგალითად, არსებობს ვარაუდი, რომ ყინულის ვულკანები უნდა იყოს ტიტანსა და პლუტონზე.

ამას გარდა, ეს კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ ხშირად შეიძლება გვეგონოს, რომ რაღაც გავარკვიეთ, მაგრამ შეიძლება იქ იყოს გარემო პირობები, რომელიც პროცესებს ფუნდამენტურად ცვლის.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო:1tv.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები