სიახლე კატეგორიიდან: msoplio

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

ამერიკელი ექიმი კორონავირუსით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ამერიკელი ექიმი კორონავირუსით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
ამერიკელი ექიმი კორონავირუსით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ექიმი კორონავირუსით ინფიცირებამდე და მისი დამარცხების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ამის შესახებ გამოცემა Buzzfeed News-ი წერს.

მარიტს დასაწყისში 43 წლის მაიკ შულცი და მისი 29 წლის მეგობარი, ჯოშ ჰებლტუეიტი მაიამიში ფესტივალზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. შულცმა და მისმა მეგობრებმა კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს და ჩათვალეს, რომ მხოლოდ ხელების ხშირი დაბანა ინფიცირებისგან თავის დასაცავად საკმარისი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ფესტივალის შემდეგ კორონავირუსით 38 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გარდაიცვალა.

16 მარტს შულცი ჰებლტუეიტთან ბოსტონში ჩავიდა, რამდენიმე დღეში კი ორივე მათგანი ავად გახდა. მოგვიანებით შულცი ცხელებითა და სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსის დასამარცხებლად ექიმს 6 კვირა დასჭირდა, აქედან 4 კვირის განმავლობაში ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ 43 წლის ექიმმა Instagram-ზე ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ადრე 86 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი მხოლოდ 63 კილოგრამს იწონის.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები