სიახლე კატეგორიიდან: saqartvelo

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება განახლდება

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება განახლდება
დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება განახლდება
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება.

პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმებაა.

ამ მომენტისთვის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე 279 შეტყობინება შევიდა, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს, მაგალითად რესპირატორები, ბარიერები, თერმოსკრინინგის აპარატი და სხვა ინვენტარი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები ითვალისწინებს.

კლინიკების ნაწილმა ეს ხარჯი ცალკე ტარიფში ასახა. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც კლინიკები მომხმარებლისგან მომსახურების საფასურის გარდა 20 ლარის გადახდას ითხოვენ. თუმცა, თითოეული სამედიცინო დაწესებულება ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სტომატოლოგიური კლინიკების ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა, შემდეგ ვალდებულებებს გულისხმობს:

დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი. კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ადამიანი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით. პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები.
წყარო:imedinews.ge.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები