სიახლე კატეგორიიდან: saqartvelo

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოქალაქეები დღეს რომი-თბილისის რეისით დაბრუნდებიან

კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოქალაქეები დღეს რომი-თბილისის რეისით დაბრუნდებიან
კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოქალაქეები დღეს რომი-თბილისის რეისით დაბრუნდებიან
სპეციალური რეისით საქართველოში დღეს მოქალაქეები რომიდან დაბრუნდებიან.

აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მგზავრებს სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

21 მაისის მონაცემებით ადგილზე დაეხმარნენ უცხოეთში მყოფ 21,012 მოქალაქეს, სამშობლოში დაბრუნდა 12,409.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია - 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
წყარო:imedinews.ge.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები