საქართველო საუკეთესო სასრიალო მთის კურორტების სიაში მესამე ადგილზეა

National Geographic’s Top Travel List 2024-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, საქართველო სასრიალო მთის კურორტებში, მესამე ადგილზე მოხვდა.

National Geographic უკვე დიდი ხანია, რაც ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო საზაფხულო, თუ საზამთრო კურორტებს.

აღნიშნულ სიაში, სადაც საქართველოც მოხვდა, შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია და სხვა განვითარებადი, თუ განვითარებული ქვეყნები.

სიის შესადგენად, National Geographic-ის თქმით, მათი გუნდი სპეციალურ კრიტერიუმებს იყენებს და სიაზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს.

„ჩვენ ვადგენთ სიას, სადაც ადამიანები შეძლებენ წასვლას და მრავალი გასართობი, თუ დასასვენებელი აქტივობით დაკავებას და მაქსიმალური სიამოვნების მიღებას“, – განაცხადა National Geography-ის წარმომადგენელმა.

Leave a Comment

One thought on “საქართველო საუკეთესო სასრიალო მთის კურორტების სიაში მესამე ადგილზეა

  1. გამარჯობა, ეს არის კომენტარი. კომენტარების მოდერაციის, რედაქტირებისა და წაშლის დასაწყებად, გთხოვთ, ეწვიოთ კომენტარების ეკრანს საინფორმაციო დაფაზე. კომენტატორის ავატარები მოდის Gravatar- დან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *