გადაურჩა თუ არა დავით ქაცარავას თვალი? – უახლესი ამბები საავადმყოფოდან (ვიდეო)

როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნა­ცე­მი და­ვით ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლე სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე “მთა­ვარ არხთან” ქაცარავას ჯანმრთეობის მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, ქაცარავას ცემა არის პირადი ანგარიშსწორება.

“ეს არის პირადი ანგარიშწორება. თვალი ჰქონდა დაზიანებული, ექიმმა მითრხა რომ ორგანო გაუდარჩა.

სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს თა­ვის არე­ში არის გა­მე­ტე­ბით არის ნა­ცე­მი, ყბა-სა­ხის, ყვრი­მა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს. “კა­ტეც” გა­და­უ­ღეს. გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნიო. აქ­ცია არ ჩა­უდ­გია, სი­ცხი­ა­ნიც კი იდგა აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც სა­ხე­ში შე­ას­ხეს სპრეი და შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ეხ­მარ­ნენ, გა­მო­იყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერთი სა­ა­თი მხედ­ვე­ლო­ბა არ მქონ­დაო. ეს იყო 30 აპ­რილს დარ­ბე­ვის დროს.

ყო­ველ­დღე იქ იყო, ყვე­ლამ იცის, რომ აქ­ტი­ვის­ტია, გუ­შინ და დღეს არ გაგ­ვი­გია ეს ამ­ბა­ვი. დღეს რა­ტომ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე ჩემი მე­უღ­ლე ამას ვერ გე­ტყვით. უბ­რა­ლოდ ჩვენ ვხვდე­ბით, რომ ეს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. ჩვენ წლე­ბია ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის აქ­ცი­ა­ზე გა­მოვ­სულ­ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მაგ­რამ მსგავ­სი გა­მე­ტე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ე.წ. სის­ხლი­ა­ნი ცხრა წლის დრო­საც არ მახ­სოვს”– აცხადებს სოფო ხაჭაპურიძე.