ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრცელდება, საიდანც ცნობილი გახდა, რომ იგი ავტოავარიაში მოყვა.
საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არც მერაბი და არც სხვა პირები არ დაშავებულან.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა.
„კარგად ვარ, დაიმტვრა 5 მანქანა“ – ამბობს ვიდეოში მერაბ დვალიშვილი.