„მე არც კაცი ვარ და არც ქალი…“ – ვინ არის და რას აცხადებს „ევროვიზიის“ გამარჯვებული

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. 

ნემო მეტლერი, ცნობილი როგორც ნემო, არის შვეიცარიელი მუსიკოსი, რომელიც უკრავს ვიოლიონზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

იგი იყო პირველი არაბინარული შემსრულებელი, რომელმა კონკურსზე შვეიცარია წარადგინა და გაიმარჯვა.

„იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი შეასრულებს თავის დანაპირებს და გააგრძელებს მშვიდობისა და ღირსების მხარდაჭერას ამქვეყნად ყველა ადამიანისათვის”, – თქვა აცრემლებულმა ნემომ კონსურსის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, სიმღერა რომელიც ევროვიზიაზე შეასრულა გამოხატავს მის მოგზაურობას იმის გასაცნობიერებლად, რომ არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება. 

„კოდი“ არის მოგზაურობაზე, რომელიც დავიწყე იმის გაცნობიერებით, რომ მე არც კაცი ვარ და არც ქალი“, – თქვა ნემომ.

ASSOCIATED PRESS-თან მიცემულ ინტერვიუში ნემო ამბობს, მის ქვეყანაში ახლა უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს თუ რას ნიშნავს იყო არაბინარული.

„ადამიანები იწყებენ მეტის გაგებას და ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ამ საზოგადოების (არაბინარული საზოგადოების) წარმომადგენლობა ევროვიზიაზე გასაოცარია და მიხარია, რომ წელს ერთადერთი არ ვარ…“