„დიახ, მიფიქრია, მაგრამ განხორციელება მიჭირდა…“, – თედო ბექაურის ძალიან ემოციური განცხადება

მსახიობი თედო ბექაური გადაცემა „პრაიმ შოუს“ ეთერში პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებაზე საუბრობს.

მისი თქმით, გამარჯვებასა და წარმატებაზე ყოველთვის ფიქრობდა, თუმცა განხორციელება უჭირდა. თედო ბექაური ამბობს, რომ გამარჯვების გარდა პროექტმა უამრავი მეგობარი შესძინა.

„მადლობა ყველას ვინც გვერდში დამიდექით. რაც ვერ განვვითარდი, ახლა ვვითარდები. მომეცა საშუალება ფართო აუდიტორიაში გავსულიყავი და ბევრი მეგობარი შემეძინა. ასევე უფრო მეტად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვიდრე აქამდე. შემიყვარდა ცეკვაც და აღმოვაჩინე, რომ კარგად გამომდის. ადამიანების სიყვარული იყო ყველაზე დიდი მიღწევა, რაც პროექტმა მომცა“, – აღნიშნავს თედო ბექაური.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *