„ჩვენ გავიმარჯვეთ!..“ – მსახიობმა ნუგზარ ყურაშვილმა სიმსივნე დაამარცხა (ვიდეო)

გარკევული პერიოდის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ნუგზარ ყურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მან მკურნალობა დაიწყო.

ახლახან მისმა ქალიშვილმა, თამუნა ყურაშვილმა საზოგადოებას შესანიშნავი ინფორმაცია ამცნო – მან სიმსივნე დაამარცხა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ, მა 💪👌❤️გელოდებით სრულიად ჯანმრთელს პირდაპირ შენს საყვარელ სცენაზე ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ჩემო…“

აქვე შეგახსენებთ, რას ამბობს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ ეთერში საკუთარ პირად ცხოვრებასა და შვილებთან ურთიერთობაზე.

ნუგზარ ყურაშვილის თქმით, შვილებს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მსახიობობა პროფესიად არ აერჩიათ. ყურაშვილი ამბობს, რომ როდესაც შვილმა ჰკითხა რატომ არ უნდა გამოსულიყო მსახიობი, ვერაფერი მოიფიქრა და უთხრა, რომ მონაცემები არ ჰქონდა.

ნუგზარ ყურაშვილი ასეთ საქციელს დღემდე ნანობს.

„მეცოდება ამ საქმისთვის ხალხი. კაცს ამდენს რეჟისორი ვერ გაუბედავს, ქალს კიდევ უამრავ შეურაცხყოფას აყენებენ. სწორედ ამიტომ ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი არ გამოსულიყვნენ მსახიობები. ბოლოს, რომ მკითხა, რატომ არ უნდა გამოვიდე არტისტიო, ვერ გავიგე რა მომეფიქრებინა და ვუთხარი არა გაქვს შენ მაგის მონაცემებითქო – შეტრიალდა და წავიდა არაფერი უთქვამს“, – ამბობს ნუგზარ ყურაშვილი.

ვ ი დ ე ო: