“ბოლო ჟამი მეტი კი არაფერია…” – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

“ბოლო ჟამი მეტი კი არაფერია.

ქვეყნის ისტორიის, რელიგიის და თუნდაც ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები, რომლებმაც არც ისტორია იციან, არც ქრისტიანობის და ზოგადად, რელიგიისა იციან რამე და არც ჯანსაღი ოჯახის მნიშვნელობაზე გაუგიათ რამე” – ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის სარჩული აგრესიაა, აგრესიით და სიძულვილით დაბადებული იდეა არასოდეს არ იქნება არც ქრისტიანული და არც წმინდა.

“მე იმ ადამიანების გულწრფელობას არ განვიხილავ, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა, ისტორია, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანია და ამ დღესაც სუფთა გულით და სიყვარულით ხვდებიან.

მე სათავეში ვხედავ ფარისევლობას. დამიტოვეთ იმის უფლება, რომ ასე ვფიქრობდე და არ მქონდეს ბრმა ნდობა და უკითხავი მორჩილება.

ოჯახის სიწმინდე და სიჯანსაღე თუ სურთ, ჯერ თავად განათლდნენ და განათდნენ და თუ შვილები გამოჰყავთ, მათ მისცენ კარგი განათლება და ცოდნა. აჩვენონ სიყვარულის და ერთიანობის მაგალითი.

ყველას დედას მოგი***ავთო, ამას რომ გაიძახიან, სად არის ან სიწმინდე, ან ქრისტიანობა, ან რა მაგალითს აძლევენ სხვას და განსაკუთრებით, მომავალ თაობას?

ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გვაკლია, რამდენი დღეც არ უნდა დავაწესოთ, თუ არ გავითავისეთ ის, რომ ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ჩვენი ყველას დასაცავია (ერთმანეთისგან კი არა, ნამდვილი მტრისგან), მანამდე არაფერი გამოგვივა.

ახლა დედაჩემმა დამირეკა, გადმოდი, რამე ჭამე, შიმშილით არ ამოწყდეო. გადავალ, ჩავეხუტები, ამოვიყორავ მუცელს და მერე ყავასაც დავლევთ” – წერს სუხიტაშვილი.