„24 ახალგაზრდა ჩამოვიდა საბერძნეთიდან: მეგობრის სასახლე სასაფლაომდე მათ მიიტანეს, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს…“ – TikTok-ის ქართველი ვარსკვლავის გიორგი ჯანელიძის უკანასკნელი გზა

TikTok-ის ვარსკვლავი, რომელიც მარტში ტრაგიკულად დაიღუპა, 21 წლის ქართველი გიორგი “ცანე” ჯანელიძე იყო.

საბერძნეთში მცხოვრები გიორგი ჯანელიძე 12 მარტიდან შვებულებაში იყო. კალაბრიაში ორ სხვა მეგობართან, კერძოდ Dream Grek-თან და Christos Koias-თან ერთად ჩავიდა, ბლოგერები იტალიაში სოციალური ვიდეოების გადასაღებად და შემდეგ მათი მიმდევრებისთვის პლატფორმებზე გასაზიარებლად იყვნენ ჩასულები. როგუდში ლაშქრობისას გიორგი კლდიდან გადავარდა.

მისი თანამგზავრები მაშინვე დაუკავშირდნენ პოლიციას და მეხანძრეებს, რომლებიც ცდილობდნენ კლდიდან გადმოვარდნილი ბიჭის ცხედრის პოვნას.

მეხანძრეებმა, ფერდობზე ასვლის სირთულის გათვალისწინებით, მოითხოვეს ლამეზია ტერმეს საფრენოსნო განყოფილებიდან ვერტმფრენის გამოყენება საკაცით ჯალამბარით სხეულის ასაწევად. გიორგი ჯანელიძის გადასარჩენად, რომელსაც პროფილზე 100 000-მდე გამომწერი ჰყავდა, ვერაფერი გაკეთდა.

გიორგის ბაბუა ambebi.ge-ს ესაუბრა და შვილიშვილის შესახებ უამბო:

„გი­ორ­გი იმ დღეს და­ვასაფალავეთ, როცა საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ეთამაშებოდა, ასე დაემთხვა. საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, მისი სასახლე სახლიდან სასაფლაომდე თვითონ მიიტანეს, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს… სიამაყით ვივსები, როცა ჩემი შვილიშვილის მიმართა ამდენ სიყვარულს ვხედავ. ბერძენი ახალგაზრდები ჩემს ქალიშვილს, გიორგის დედას დიდ ყურადღებას აქცევენ. შვილი კი დაკარგე, მაგრამ მილიონობით ახალგაზრდა იპოვეო. დღე არ გავა მისი სამეგობრო არ მივიდეს და არ მოინახულოს“,- ამბობს ბაბუა თამაზ ბარბაქაზე.