ვინ იყო ბაბა ვანგა – ბრმა ქალი, რომელიც ყველაფერს ხედავდა – რა მომავალი უწინასწარმეტყველა საქართველოს

ვანგა, იგივე ვანგელია დიმიტროვა (ქმრის გვარი გუშეროვა იყო) ოფიციალური მონაცემებით დაიბადა ქალაქ სტუმიცაში (ახლანდელი მაკედონია) 1911 წლის 31 აგვისტოს, ღარიბი გლეხის ოჯახში. ვანგას დედა ადრე გარდაეცვალა, მამა ომის ვეტერანი იყო (ის თურქეთის წინააღმდეგ იბრძოდა) და ოჯახს ძალიან უჭირდა, ამის გამო ვანგას მამა იძულებული გახდა ბულგარეთში, სოფელ პეტრიჩეში გადასულიყო.

ვანგა გამხდარი და საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო. ის ბავშობაში უცნაურ თამაშს თამაშობდა. ის ცდილობდა თვალდახუჭულს სახლში უმცროსი დის მიერ დამალული ნივთი მოეძებნა. 1923 წელს, როდესაც ვანგა 12 წლის იყო, ქარბორბალამ ჰაერში აიტაცა. ბავშვი მოგვიანებით სახლიდან მოშორებით გულწასული იპოვეს და თვალები ქვიშით ჰქონდა სავსე. ვანგა გადარჩა, თუმცა დაბრმავდა (ექიმმა ოპერაციაში ხუთასი ლეი მოითხოვა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო). მამა და დედინაცვალი იძულებული გახდნენ ვანგა უსინათლოთა სახლში მიებარებინათ. თუმცა ორი წლის შემდეგ მისი დედინაცვალი გარდაიცვალა და ვანგა სახლში დაბრუნდა, რათა უმცროსი და-ძმებისთვის მოევლო.

image

ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის დაიწყო ვანგამ წინასწარმეტყველება – ეს დაახლოებით გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს იყო, როდესაც მან მამას დაკარგული ცხვრები აპოვნინა – მან ზუსტად აღწერა ის მიდამო, სადაც ცხვრები იმყოფებოდნენ. მისი ნიჭის შესახებ მთელმა სოფელმა შეიტყო. მისი ტალანტი მეორე მსოფლიო ომის დროს გამომჟავნდა, როდესაც ის აბსოლუტურად ზუსტად ასახელებდა ომის დროს დაკარგული ადამიანი ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი, დაკარგული დაბრუნდებოდა თუ არა, ან სად უნდა ეძებნათ მოკლული და ა. შ.

image

ვანგამ ომის დროს სიკვდილი უწინასწარმეტყველა საკუთარ ძმას, ვასილს. ის ძმას სთხოვდა, რომ არ წასულიყო პარტიზანებთან, მაგრამ ვასილმა მისი წინასწარმეტყველება არ დაიჯერა. ფაშისტებმა ვასილი სხვა თანამებრძოლებთან ერთად შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და დახვრიტეს.

ვანგა წინასწარმეტყველებასთან ერთად მკურნალიც იყო, ის ხელის შეხებით ცნობდა მცენარეებს, აგროვებდა და მათგან სამკურნალო ნაყენებსა და მალამოებს ამზადებდა. მისი რეცეპტით ბევრი ადამიანი განიკურნა. სხვათა შორის, არსებობს ვანგას ასეთი გამონათქვამი: “კონკრეტულ ქვეყანაში მოკრეფილი ბალახებით სრულყოფილად მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ინკურნებიან”. ვანგა გათხოვდა, თუმცა მისი მეუღლე თანაცხოვრებიდან ოცი წლის შემდეგ ლოთობისგან გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ვანგა დაარწმუნა, რომ ცხოვრების გზის შეცვლა ადამიანისთვის უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელია.

image

ვანგა უამრავ ხალხს იღებდა, რომლებსაც არა მარტო მომავალს უწინაწარმეტყველებდა, არამედ იმედით აღავსებდა, სულიერად შველოდა, ამხნევებდა.

მალე ბულგარეთის მთავრობა ვანგას სახელმწიფო სამსახურში ჩააყენა – ვანგასთან ვიზიტი ფასიანი გახდა. სოციალისტური ქვეყნებიდან ერთი ადამიანის მიღება – 10 ლეი, კაპიტალისტური ქვეყნებიდან – 50 დოლარი ღირდა. მასთან მიდიოდნენ როგორც უცნობი, ისე საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები. ცნობილია მისი შეხვედრა ფიდე-ს ამჟამინდელ და ყალმუხეთის პრეზიდენტ კირსან ილიუმჟინოვთან. ვანგამ მას თითქმის ერთი წლით ადრე უწინასწარმეტყველა, რომ ის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ილიუმჟინოვი ვანგას მეგობარი გახდა და მისგან პრეზიდენტობის შემდეგაც ღებულობდა კონსულტაციებს.

image

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრები გაიხსნა და ვანგასთან ბევრი ქართველიც მოხვდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მან ქართველები გააფრთხილა, მოსალოდნელი პოლიტიკური განხეთქილებებისა და სამხედრო გადატრიალების თაობაზე. ამ მოვლენის მოხდენის შემდეგ მასთან თვით ჯაბა იოსელიანიც კი იმყოფებოდა.

1989 წელს მან ასეთი წინასწამერტყველება გააკეთა: შიში, შიში. ამერიკელი ძმები ვარდებიან, რკინის ჩიტები კენკავენ, უდანაშაულოთა სისხლი დაიღვრება”. 2001 წლის 11 სექტემბერის ნიუ-იორკის ტერაქტმა ეს წინასწარმეტყველება გაშიფრა.

1990 წელს, მან იწინასწარმეტყველა, რომ 1999 ან 2000 წელს “კურსკი” წყალში ჩაიძირებოდა და მას ბევრი ადამიანი დაიტირებდა. მაშინ ვანგა გააკრიტიკეს, რადგან ქალაქი კურსკი ზღვიდანაც და წყალუხვი მდინარეებიდანაც შორს იმყოფება. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “კურსკი” ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ჩაიძირა. დაიღუპა მთელი ეკიპაჟი – 118 ადამიანი. მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.

image

კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: “2018 წლიდან მატარებელი ჰაერში იფრენს. ის კოსმოსიდან ახალ ნავთს ჩამოიტანს, დედამიწა კი დაისვენებს”. ასტრონომები მუშაობენ პროქტზე, რომ მთვარიდან დაიწყოს საწვავის ჰელიუმ-3-ის ტრანსპორტირება, რომელიც შეცვლის დედამიწაზე ამოწურულ ნავთობის მარაგს.

საინტერესოა, რომ შეკითხვას, კოსმოსში არსებობს თუ არა უცხო ცივილიზაცია, მან დადებითი პასუხი გასცა. მისი სიტყვებით, ეს “მესამე დედამიწა”, სახელად ვამფივი იყო. არსებობს მისი გამონათქვამები: “იყავით ადამიანები – არ მოიპაროთ, არ მოიტყუოთ, არ მოკლათ”; “ნუ იკამათებთ ერთმანეთში და გიყვარდეთ ერთმანეთი”; “სიკეთე იწვევს სიკეთეს, ბოროტება – ბოროტებას”; “გეშინოდეთ ადამიანის სულში ქაოსის დაწყების”; “ურწმუნო ადამიანს ძნელია დაეხმარო – ეს კარგად გახსოვდეთ”; “მოვა დრო, როდესაც დედამიწაზე არ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მაცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას”.

ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ის საკუთარი სახსრებით აგებული ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

image

რამაზ გიგაური

წყარო: zodiaqo.blogpost.com