სენაკის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია რამდენიმე პირი. აქედან ერთი დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია.
გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ყველა დაჭრილი პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა გორის ქუჩაზე, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. სხვა დეტალები კი, ჯერჯერობით უცნობია. დეტალებს პრაიმტაიმი შსს-ში არკვევს.