ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში „ევროვიზია“ 2024 წლის გამარჯვებულის, Nemo-ს ფოტოს აქვეყნებს და ვრცელ პოსტს წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„არც კი გაბედოთ შეწინააღმდეგება!
კაბასაც ჩავიცვამ და წითელ პომადასაც წავითხიპნი, თუ სამშობლოს დასჭირდება. ვოკალზე უკვე დავდივარ რამდენიმე თვეა და შარშანდელზე ბევრად მაღალ ნოტებსაც ვიღებ, ჰოდა მომავალი წლის ევროვიზიაზე მე მივდივარ!
მესიჯების გაჟღერება რომ არ შემეშლება და ჩრდ. მეზობლის გმობა და ევროპული ფასეულობების ხაზგასმა – ამაში მგონი არავის გვეპარება ეჭვი, ხომ?!
მანამდე კიდევ მომივა იდეები, ჰოდა ვიგეეეებთ!
ოღონდ ერთი პირობით, იმის შემდეგ წელს ფოთში ვატარებთ ევროვიჟენს“,- წერს გურამ შეროზია.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯმურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი.
digest.ge