სიახლე კატეგორიიდან: shemtxveva

გთხოვთ გააზიარეთ სიახლე რომ ყველამ შეიტყოს!!!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. - მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა".

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ. გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
წყარო:imedinews.ge


მოიწონეთ სიახლე და გაიგეთ პირველმა რა ხდება მსოფლიოში!!! скачать dle 10.3фильмы бесплатно
მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და მოიგეთ ფულადი პრიზები და სუპერ პრიზი "მობილური ტელეფონი"

მსგავსი სიახლეები

კომენტარები