ცოტა ხნის წინ ქართველი საბავშვო მწერალი გარდაიცვალა – ვინ არის და რა მოუვიდა ახალგაზრდა ქალს?

განათლების სპეციალისტი და საბავშვო მწერალი თეა ლობჟანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას და ოჯახის ტრაგედიას სოციალურ ქსელში მის მეუღლეს, პავლე პავლიაშვილს უსამძიმრებენ. მწერალი მძიმე სენს ებრძოდა.

„დიდხანს ვერ დავიჯერებ ამ საოცარი ადამიანის გადასახლებას… გული მტკივა თეას გამო, შენს და მთელი ოჯახის გამო… არ შეუძლია ჩვენს სიტყვებს თქვენი გამხნევება, მაგრამ დარწმუნებული ვარ თეას მწუხარებისთვის არ ემეტებით, მისთვისვე უნდა გაუძლოთ, როგორმე…“.

პავლე, ჩემო მეგობარო, გითანაგრძნობ, სიტყვები უძლურია მარადიული ხსოვნა თეაკოს. შენ და გოგოებს გამძლეობას გისურვებთ, ეს დიდი დანაკლისია“, – წერენ სამძიმარს ოჯახის ახლობლები.

სხვა ახალი ამბები:

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *