რამდენიმე წუთის წინ ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო) – დეტალები

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე, კურიერს ავტომანქანა დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

„ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“, – გვეუბნებიან კლინიკაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

წყარო

სხვა ახალი ამბები:

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *