ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლი ოფიციალურად გახდა – მეექვსე ქართველი UFC-ში ალექსანდრეც გამოვა (ფოტოები)

ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლი ოფიციალურად გახდა.

“ჩემი ბრძოლის შემდეგ, UFС-ში ჩხუბის ჩატარებას ჩემი ძმაც აპირებს, – თქვა ილია თოფურიამ ENRIQUE GIMENO MMA-სთან პოდკასტში. –  ახლა მთელი ყურადღება ჩემი ბანაკისკენ გვაქვს მიმართული, შემდეგ კი უკვე მასზე ვიზრუნებთ. უკვე შეიძლება თქმა, რომ ალექსანდრე UFC-ის მებრძოლია”

ალექსანდრე და ილია თოფურიები
ალექსანდრე და ილია თოფურიები

Eurosport.es მკითხველს 27 წლის ალექსანდრე თოფურიას შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც ირკვევა, ალექსანდრე, რომელიც ილიას გუნდის წევრია, სუპერმსუბუქ წონაში გამოვა. მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რათა დივიზიონის ლიდერობისთვის იბრძოლოს. მომავალში კი, არ არის გამორიცხული, ქვემსუბუქ წონაშიც გადაინაცვლოს. “ელ მატადორის” მსგავსად, “ელ კონკისტადორსაც” კარგი ბაზა აქვს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მისი ძლიერი მხარე კი პარტერში მუშაობა და თეიქდაუნებია. ალექსანდრე ილიასგან განსხვავებული აღნაგობით კი ხასიათდება, თუმცა მენტალიტეტი ძმის მსგავსი აქვს. 

ალექსანდრე UFC-ში დებიუტისთვის ემზადება
ალექსანდრე UFC-ში დებიუტისთვის ემზადება

ალექსანდრე თოფურიას ანგარიშზე MMA-ში 5 მოგება და 1 წაგებაა. ის მარცხი 2015 წლით თარიღდება, მას შემდეგ კი ალექსანდრემ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფინიშერია. კარიერაში მოპოვებული მისი ხუთი გამარჯვებიდან სამი ნოკაუტით დაფიქსირდა, ორი კი – სამბიშენით. ბოლო ორთაბრრძოლა “ელ კონკისტატორდმა” ამ წლის მაისში, ტურნირ WOW 9-ში ჩაატარა და იოჰან საგასს პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე და ალექსანდრე თოფურია
მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე და ალექსანდრე თოფურია

ალექსანდრე თოფურია UFC-ის მეექვსე ქართველი მებრძოლია ილია თოფურიას, მერაბ დვალიშვილის, გიგა ჭიკაძის, რომან დოლიძისა და გურამ ქუთათელაძის შემდეგ. 2019-21 წლებში ორგანიზაციაში გამოდიოდა ლიანა ჯოჯუაც, რომელთანაც მოგვიანებით კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

სხვა ახალი ამბები:

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *