“გარდაცვლილი” ჩვილის საფლავი ცარიელია – თამუნა მუსერიძე

44 წლის წინ ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობელს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი გოგო დაღუპული იყო და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს – განჩინების საფუძველზე 2023 წლის 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ” დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.

‼️‼️‼️‼️ 44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა,რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას. წუთით დაინახა. იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან ჩვილთან ერთად. რატო შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო.

ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს.

ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა ‼️‼️‼️‼️

შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება

სხვა ახალი ამბები:

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *