მომღერალმა ლელა წურწუმიამ ერთ-ერთ საკუთარ გადაცემაში სულისშემძვრელი ისტორია გაიხსენა. როგორც მომღერალი იძახის, მან ბავშვი დაკარგა.
“31 დეკემბერს, იმ ღამეს, მე უნდა მომესწრო 9 ლოკაციაზე მისვლა, მინიმუმ სამ-ოთხ სიმღერას ვმღეროდი. ჩემი კონცერტი დაიწყო ერთ-ერთ ადგილზე ღამის პირველ საათზე, ვიმღერე ერთი სიმღერა და ვატყობ, რომ არანორმალური ტკივილი დამეწყო.
იმდენად ცუდად ვარ, რომ ვატყობ რაც მჭირს. თან თავს ვაიმედებ, რომ ეგება არ არის ის, რაც მე მგონია. ამის მერე წავედი მეორე კონცერტზე, მესამე კონცერტზე, მეოთხეზე, მაგრამ ეს არ ჩერდება, ძალიან ცუდად ვარ. ალბათ იკითხავთ, რომ თუ ასე ძალიან ცუდად ვიყავი, რა მინდოდა დანარჩენ კონცერტზე რა არის იცით, პასუხისმგებლობაა საოცარი ბილეთია გაყიდული, შენს სანახავად მაყურებელია მოსული, ახალი წლის ღამეა. ესე ადვილად ვერ იზამ რაც შენ გინდა, ეს მოვალეობაა, პროფესიაა…
სადღაც მე-9 ადგილზე რომ მივედი უკვე ფერიც აღარ მადევს, ფაქტობრივად მიცვალებულივით ვარ. 36 სიმღერა ვიმღერე იმ ღამის განმავლობაში და სამწუხაროდ მე იმ ღამეს ბავშვი დაკარგე”, – ამბობს ლელა წურწუმია.