27 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა, ცხედარი კი დაწვა – სად მოხდა საშინელი შემთხვევა: შემზარავი დეტალები

2024 წლის 6 მარტს, პოლონეთის ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდელი ქალის, როზეტას ქმარი დამნაშავედ ცნო როზეტას განზრახ მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

საფარის იურისტის, ეკა მუზაშვილის განმარტებით, ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად აგრძელებენ  მუშაობას როზეტას შვილებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია “საფარმა” გამოაქვეყნა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრულწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით”, – განმარტავს ორგანიზაცია.

27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 24 მაისს პოლონეთში, საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დასაფარად სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მანამდე ქალმა დასახმარებლად ორგანიზაცია “საფარს” მიმართა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა. ქმარი მაშინ დააკავეს, თუმცა, მხოლოდ 24 საათით.

ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *