სუპერმარკეტებში ალუჩა გამოჩნდა – 1 კგ-ის ფასი 250 ლარია, ხოლო საზამთროს, თუთას ფასი …

საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში ხილის სახეობებს, რომლის მოსავალიც ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, არ გვაქვს და იმპორტზე შემოდის, საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალუჩის ღირებულებამ. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, სუპერმარკეტებში 1 კგ ალუჩის ფასი 250 ლარს შეადგენს.

გარდა ალუჩისა, მაღალია იმპორტული საზამთროსა და შავი თუთის ფასიც. მაგალითად, 1 კგ შავი თუთა მარკეტებში 40 ლარი ღირს, ხოლო 7-8 კგ-იანი საზამთრო 75 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 1 კგ საზამთროს ფასი 9.4 – 10.7 ლარის ფარგლებში მერყეობს.

წყარო: bpn.ge

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *