ახლახანს ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი ექიმი, ბატონი ირაკლი თოფურიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული ექიმის და კოლეგის, ბატონი ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ირაკლი გახლდათ ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში დარგის განვითარების კუთხით.
ბატონი ირაკლის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი კლინიკისთვის, ისე ქართული მედიცინისთვის.
ვუსამძიმრებთ ბატონი ირაკლის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ამ ენით აღუწერელ დანაკლისს”

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *