საშინელ ავარიას და-ძმა ემსხვერპლა – სად დატრიალდა ტრაგედია?! – ახალი დეტალები

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. დაღუპულია და-ძმა. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, შირაქის ველთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.

შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა.
მესამე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი და-ძმა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ტრაქ­ტო­რის მძღო­ლი.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *