გაირკვა საშინელ ავარიაში დაღუპული და-ძმის ვინაობა – ავადმყოფი ბებიის სანახავად მიდიოდნენ და საშინელი ტრაგედია დატრიალდა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 38 წლის კაცი მეუღლესთან და დასთან ერთად ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.

და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმძიმეს ავარიაში დაღუპულები ვალერი და თამუნა ფრიდონაშვილები არაინ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *