საშინელი ავარია: 1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ – სად მოხდა შემთხვევა

სამეგრელოში სენაკი-ნოსირის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. 

ამავე ცნობით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *