4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს, საშინელი ამბის დეტალები

2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ორშაბათს ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 12 წლის ჯეილენ გრიფინის ცხედარი გასულ პარასკევს სამწელიწადნახევრიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით ბიჭის ძმა ჯავაანი სახლის წინ მოკლეს 2020 წელს – სამი თვის შემდეგ, რაც მისი 12 წლის ძმა გაუჩინარდა. გრიფინის დედა, ჯოან პონზო, 2023 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

ბიჭის ცხედრის ამოსაცნობად სტომატოლოგიური ჩანაწერები გახდა საჭირო.

როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში, სადაც ბიჭის ცხედარი იპოვეს, ადამიანები ხშირად მოძრაობდნენ. პოლიციამ ფულადი ჯილდოც კი დააწესა ინფორმაციის სანაცვლოდ – თუ ვინმეს რაიმე ცნობა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *