ორსული ქალი გარდაიცვალა, 4 თვის შემდეგ კი მისი სხეულიდან ტყუპები ამოიყვანეს…- დაუჯერებელი ამბის დეტალები

ბრაზილიელმა ექიმებმა მედიცინაში წარმოუდგენელი გარდატეხა მოახდინეს.

21 წლის ფრანკილენ დე სილვა ზამპოლი პადილიამ 2016 წლის ოქტომბერში ინსულტი მიიღო. იმ მომენტში ქალი 9 კვირის ფეხმძიმე იყო და ტყპებს ელოდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკილენის ტვინმა მუშაობა შეწყვიტა, საშვილოსნოში ორივე ემბრიონის გული ფეთქავდა, ამიტომ ექიმებმა გადაწყვიტეს მათთვის სიცოცლის კიდევ ერთი შანსი მიეცათ.

ექიმი დალტონ რივაბენი ჰყვება: “როცა ექოსკოპია გავაკეთეთ, გვეგონა ემბრიონები უკვე დაღუპულები იქნებოდნენ, თუმცა ჩვენდა გასაოცრად ისინი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ტვინი მოკვდა, სხვა შინაგანი ორგანოები ჩვეულებრივ განაგრძობდნენ მუშაობას, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათთვის სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა”.

საავადმყოფოს პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთის, რომ ფრანკილენის ფეხმძიმობა შეძლებისდაგვარად ნორმალურად განვითარებულიყო – პალატა, სადაც გოგონა იწვა, მისი ფოტოებით მორთეს, ექთნები და ექიმები ბავშვებს უმღეროდნენ, თვალყურს ადევნებდნენ წამოზრდილ მუცელს, ესაუბრებოდნენ, რათა ტყუპებს დედობრივი სიყვარული ეგრძოთ.

4 თვის მანძილზე ბავშვები ფრანკილენის საშვილოსნოში ვითარდებოდნენ. 2017 წლის 19 თებერვალს კი საკეისრო კვეთით სამყაროს და-ძმა,  ასაფი და ანა მოევლინა.

ბიჭი 1 300 გრ იწონიდა, გოგონა – 1 400 გრ.

ახალშობილები 3 თვის მანძილზე ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფებოდნენ, ახლა უკვე გამოწერს.

ტყუპსა და მათ 2 წლის დაზე, ფრანკილენის დედა, ანგელა სილვა ზრუნავს. ბავშვები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან და ნორმალურად ვითარდებიან.

როგორც ექიმი რივაბენი განმარტავს, მან და მისმა კოლეგებმა 123 დღის განმავლობაში დედის ორგანოების მუშაობის შენარჩუნება და ერთდროულად ორი ნაყოფის განვითარება შეძლეს – ეს რეკორდია მედიცინის ისტორიაში.

ექიმი რივაბენი იმასაც ამატებს, რომ როცა ტყუპები ქვეყანას მოევლინენ მთელი მედპერსონალი მისი ჩათვლით, სიხარულისგან ტიროდა.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *