“კიდევ ერთი ახალგაზრდა დავკარგეთ… როდემდე ამდენი ტრაგედია…” – გარდაცვლილ 19 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის ლუკა ლატარია გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.

ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *